mcenareTa samyaro - tye
ტყე - (ინგ. Forest) (რუს. Лес)
ფიტოგეოგრაფია: მცენარეული საფარის კლასიფიკაცია |
ფიზიოგნომია | ტყეები, ტყიანი ადგილები, მერქნიანთა სანერგე, ბუჩქნარი, ბუჩქები, ტევრი, სანებელი მცენარეები, ბალახის ზონა, სტეპები, ბუჩქნარი, პრერიები, ჯუჯა ბუჩქები, დაბალბუჩქოვანი ზონა, ჯუჯა ბუჩქები, დაბალი ბუჩქნარი, სავანები, ჰერბეტუმი (გაშენებული მცენარეები), პარკები, ნაკლებ მცენარეული ზონები, უდაბლოს მცენარეული საფარი |
განედი | ტროპიკული, სუბტროპიკული, ტემპერატურა, სუბპოლარული, პოლარული |
კლიმატური რეჟიმი | პლუვიალური (წვიმის ზონა), ომბროფილური (წვიმის მოყვარული), ღრუბლიანი, სეზონური, გვალვიანი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | მთიანი, დაბალმთიანი, დაბლობი, სანაპირო |
ფოთლები | ფოთლის კარგვა, ფოთოლცვენა, ფოთლოვანი ტყე, ნახევრადფოთლოვანი, მარადმწვანე, ფოთლის სიმტკიცე, სკლეროფიტები, უხეში ფოთლები, ორთოფილები (კბილ-ფოთლოვანი), ჰიპტიოფილური ფოთლები, ფოთლის ფორმები, აციკულიფოლიადა (ღეროვანი ფოთოლი), ნემს-ფოთლოვანი, ფართოფოთლოვნები |
სუბსტრატი (ნაწილაკები) | მიწისზედა მცენარეული საფარი, წყლის მცენარეული საფარი, სანაპირო, მანგროს ხეები, ჭაობის |
იხილეთ აგრეთვე | ბიოგეოგრაფიული სამეფო, ბუნებრივი ზონები, ყვავილის სამეფოები, მცენარეთა თვისებები, მცენარეთა ცხოვრების ფორმები, მცენარეული საფარი |
ტყე ეკოლოგიური სისტემა, ბიოცენოზი, რომელშიც მთავარ სასიცოცხლო ფორმას წარმოადგენენ ხეები.
ტყე ბუნების შემადგენელი ნაწილია, ცნება „ტყე“ შეიძლება განვიხილოთ სხვადასხვა დონეებზე. გლობალურ მასშტაბებში ეს არის ბიოსფეროს ნაწილი, ლოკალურად ეს შეიძლება იყოს ნარგავები. ტყე შეიძლება განვიხილოთ როგორც ბუნებრივ-ზონალური ქვედანაყოფი, როგორც ქროვინციალური ქვედანაყოფი, როგორც ტყის მასივი (შიპოვის ტყე, შატილოვის ტყე, შავი ტყე), როგორც ეკოსისტემა. ტყეებს ხმელეთის ფართობის დაახლოებით მესამედი უკავიათ, ტყის ფართობი დედამიწაზე შეადგენს 38მლნ კმ2. მათგან 264 მლნ.ჰ, ანუ 7% ადამიანის მიერ არის დარგული. ტყის ზონების ნახევარი ეკუთვნის ტროპიკულ ტყეებს. ფართობები, რომლებიც უკავით ხეებს შემჭიდროებული ვარჯებით 0,20-0,3-ზე ნაკლები, ითვლება მეჩხერ ტყეებად. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) შეფასებით რუსეთში ტყის ფართობი შეადგენს 8,5 მლნ კმ2 (851 მლნ.ჰ.), რუსეთის სატყეო მეურნეობის მონაცემებით, რომელიც გამოთვლილია სხვა მეთოდიკით, 2011 წლის დასაწყისში ტყეების ფონდის მიწის ნაკვეთის 1183.3 მლნ ჰექტარიდან 797.1-ით დაფარულია ტყეებით.
ტყის სტრუქტურა მნიშვნელოვანი მცენარეების ბიოლოგიურ თავისებურებეზე დამოკიდებულებით, მათი ასაკის და გარკვეული ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობებით ტყეში მცენარეების რამდენიმე იარუსი ვითარდება. იარუსები საკმაოდ მკვეთრად განსაზღვრულია, მცენარეთა აქტიური ორგანოების კონცენტრაციის ჰორიზონტები. იარუსები შეიძლება იყოს ჩამოყალიბებული ერთი, ორი ან მეტი სახეობებით. ტყეებში განასხვავებენ იარუსებს:
ხეთადგომა. ტყის ჩარდახი. მჭიდროდ მდგარი ხეების გვარჯების ერთობლიობა. ზომიერი სარტყლების ტყეებში შეიძლება იყოს ორამდე ტყის ჩარდახი, ტროპიკულ ტყეებში ხუთ იარუსამდე ხეთადგომა. ტენიან ტროპიკულ ტყეებში არის ძალიან მაღალი ხეების იარუსი, რომლებიც აღემატებიან ტყის ჩარდახს.
ქვეტყე. შედგება ბუჩქებისგან და დაბალი ხეებისგან.
ბალახოვანი ან ბალახოვან-ბუჩქოვანი.
ხავსიანი ან ხავსიან-ლიქენებიანი.
ტყის საფენი - „ ორგანული ნარჩენების ფენა ტყეში ნიადაგის ზედაპირზე“. იგი შედგება ჩამოცვენილი ფოთლებისგან, ტოტებისან, ყვავილებისგან, ნაყოფისგან, ქერქისგან და სხვა მცენარეული ნარჩენებისგან, ფეკალიებისგან და ცხოველების გვამებისგან, ჭუპრების და ლარვების გარსებისგან. ისეც ხდება, რომ ტყის ნარცენებში ყოველ კვადრატულ მეტრზე რამდენიმე მილიონი მაცხოვრებელია, დაწყებული უმარტივესებიდან და ბაქტერიებიდან, დამთავრებული თაგვებით და სხვა მცირე ძუძუმწოვრებით. ამიტომაც ტყის საფენი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული იარუსია. მკვდარი მცენარეების ნარჩენების ფენა წარმოადგენს მკვდარ საფარს. ტყის საფენის როლი ძალიან დიდია, იგი ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:
ნეშომპალის წარმოქმნის ადგილი.
იცავს ნიადაგს გამორეცხვისგან და მექანიკური დატკეპნისგან.
ნიადაგის წყლის-საჰაერო რეჟიმის რეგულატორი.
ტყის მზარდი ნიადაგის თვისებების რეგულატორი.
ელემენტების კონცენტრაციის ადგილი მცენარეთა კვებისთვის.
ტყის მიწისქვეშა იარუსი შედგება მცენარეების ფესვთა სისტემისგან, ტყის ნიადაგისგან და მისი მრავალრიცხოვანი მაცხოვრებლისგან, ფაუნის, სოკოების და მიკროორგანიზმების ჩათვლით.
გვხვდება ისრუსს მიღმა მცენარეულობა ხვიარა და მცოცავი მცენარეებისგან, ასევე ეპიფიტები.
ძირითად კომპონენტს წარმოადგენს ხეთადგომა. ქვეტყე და ქვეზრდა, ხოლო ტყეებში სქელი მკვრივი ჩარდახი და ცოცხალი ნიადაგსზედა საფარი, შესაძლოა არ იყოს. ცოცხალი ნიადაგსზედა საფარი მოიცავს არსებულ ხავსებს, ლიქენებს, ბალახოვან მცენარეებს და ბუჩქნარს.
ტყის პირი
ტყის პირი - გარდამავალი ზოლი მომიჯნავე სახეობის მცენარეულობასთან. როგორც წესი, ტყის პირას ხეები მთელ სიმაღლეზე დაფარულია ფოთლებით, აქ უმრავლესობას ბიჩქები, ლიანები და ახალგაზრდა ხეები წარმოადგენენ. ტყის პირი მეზობელი მცენარეული ტიპებისგან განსხვავდება მცენარეების სახეობების და ცხოველების შემადგენლობით. ბევრი სახეობები მხოლოდ ტყის პირას გვხვდება.
ხექცეულები
ხექცეულები - მიწაზე დავარდნილი ხის ტანები ან მისი ნაწილები: ნუჟრები, გამხმარი და ლპობადი ტოტები.
ახალი ხექცეულები შეიძლება გამოყენებულ იქნას საწვავის სახით.
ახალი ხექცეულები, ტყის ხანძრის გაჩენის შემთხვევაში ხელს უწყობს მის სწრაფ გავრცელებას. გარდა ამისა მწერების, განსაკუთრებით ქერქიჭამიების და სოკოვანი დაავადებების, რომლებიც შეიძლება ცოცხალ ხეებსაც გადაედოს, გავრცელების საშუალებას იძლევა. ამიტომ ახალ ხექცეულებს შეძლებისდაგვარად საჭირო რაოდენობით აშორებენ ტყიდან. გახრწნილი ხექცეულები არ არის საზიანო და მაშინ მის მოცილებას ტყიდან მოაქვს არა სარგებელი, არამედ ზიანი, ამაოდ ართმევენ ტყის ნიადაგს ბუნებრივ სასუქს.
ხექცეულები ამაგრებენ ფერდობებს, იცავენ ნიადაგს. ის წარმოადგენს მუდმივ ან დროებით სახლს ბევრი მაცხოვრებლისთვუს: მიკროორგანიზმებისთვის, სოკოებისთვის, მოლუსკებისთვის, ფეხსახსრიანებისთვის, ამფიბიებისთვის, ქვეწარმავლებისთვის, ჩიტებისთვის და ასევე მცირე ძუძუმწოვრებისთვისაც. ზოგიერთი სახეობეის მცენარეების წარმატებული განვითარებისთვის აუცილებელია, რომ მათი თესლები აღმოცენდნენ ხექცეულებში.
ხექცეულები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, როგორც ნახშირბადის გრძელვადიანი რეზერვუარები. მაგალითად, წიწვოვან ტყეებში ხექცეულებში ნიადაგთან ერთად შეიძლება იყოს ტყეში მომარაგებული 25-30%-მდე ნახშირბადის შემცველობა.
ტყე როგორც ეკოსისტემა
ტყე არ არის მხოლოდ ხეების და ბუჩქების ერთობლიობა, ტყე წარმოადგენს ეკოსისტემის რთულ გაერთიანებას ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ელემენტებისა, აქ შედის როგორც ცოცხალი ორგანიზმები (ბიოტა), ასევე არაცოცხალი, აბიოტური ფაქტორები - ჰაერი, ნიადაგი და წყალი. ტყის ბიოტა თავის თავში მოიცავს მცენარეულობას, ცხოველებს და მიკროორგანიზმებს, ამასტან ტყის მცენარეულობა არ არის მხოლოდ მერქნიანი მცენარეები, ესენია ბალახებიც, ხავსები, სოკოები, წყალმცენარეები და მღიერები. ენერგიის და ნივთიერებების (მაგალითად, ჟანგბადი) ნაკადები ცირკულირებენ ეკოსისტემაში, წარმოქმნიან მიმოქცევას და ერთ მთლიანობაში აკავშირებენ (აერთიანებენ) ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების ყველა ელემენტს. მაგალითს წარმოადგენს ფოტოსინთეზთან დაკავშირებული პროცესები საკვები ნივთიერებების წარმოქმნა წყლიდან და ნახშიროჟანგის მზის სინათლის ენერგიის გამოყენებით. ფოტოსინთეზის უნარი გააჩნიათ მხოლოდ მწვანე მცენარეებს, ამიტომ ყველა დანარჩენი იძულებულია იკვებოს ან ამ მცენარეებით, ან სხვა ორგანიზმებით, რომლებიც საკვებად გამოიყენებენ მცენარეებს, და ამგვარად მცენარეები, პირდაპირ ან ირიბად წარმოადგენენ საკვების წყაროს ყველა ორგანიზმებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ბაქტერიების და სხვა ორანიზმების როლი, რომლებიც ხრწნიან ნივთიერებათა ცვლის ნარჩენებს, ასევე მცენარეების და ცხოველების ნაშთებს, წარმოქმნიან უფრო მარტივ ნივთიერებებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდგომში ნივთიერებათა ცვლაში.
ნარგავები
ნარგავები (ტყის ფიტოცენოზი) ტყის ერთგვაროვანი ნაკვეთი, რომელიც მეზობელი ნაკვეთებისგან განსხვავდება მცენარეულობის ხასიათით, მთავარ კომპონენტს წარმოადგენს ხეთადგომა. ისინი შეიძლება განსხვავდებოდნენ წარმოშობის, შემადგენლობის, ასაკის, სიმჭიდროვის ხარისხის და ფორმების მიხედვით.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაღალტანიან და დაბალტანიან ნარგავებს შორის განსხვავებას. მაღალტანიანები წარმოქმნილია ხეებით, რომლებიც ტესლიდან აიზარდენ, ხოლო დაბალტანიანები ამონაყარისგან. ერთიდაიივე ნარგავებზე შეიძლება იყვნენ განსხვავებული წარმოშობის ხეები. წიწვოვანი ნარგავები, როგორც წესი, სათესლე წარმოშობისაა, ხოლოფოთლოვანი ჯიშების ბუნებრივი ნარგავები შერეული წარმოშობის.
შემადგენლობის მიხედვით ანსხვავებენ სუფთა ნარგავებს, ერთი ჯიშის მერქნისებური ხეებისგან, და შერეული ორი ან მეტი სხვადასხვა ჯიშის ხეებისგან. ბუნებრივი ნარგავები, როგორც წესი შერეულს წარმოადგენს. სუფთა ნარგავები გვხვდება მხოლოდ იმ ნიადაგებზე, რომლებიც გამოსადეგარია ერთი რომელიმე მერქნისებური ჯიშის ზრდისთვის, მაგალითად, სუფთა ფიჭვის ნარგავები მშრალ ქვიშიან ნიადაგებზე, შავი მურყანის ნარგავები და ჭაობებში.
ასაკობრივი ჯგუფების თანაფარდობა (ახალგაზრდები, შუახნის ასაკის, მწიფეები, გადაბერებულები) განსაზღვრავს ტყის ფიტოცენოზის ასაკობრივ სტრუქტურას. ასაკობრივი კლასების გარჩევა დამოკიდებულია ცალკეულ ჯიშებზე (წიფელი, კავკასიური სოჭი, ვერხვი), ჯიშების ჯგუფებზე (წიწვოვანი, მაგარფოთლოვანი, რბილფოთლოვანი), აგრეთვე იმაზე თესლოვანს თუ ამონაყარს წარმოადგენს ნარგავები. ასაკი ყველა ხეების, რომლებიც წარმოქმნიან ნარგავებს, შეიძლება იყოს ერთნაირი (ერთასაკიანი ნარგავები) ან განსხვავებული (სხვადასხვა ასაკიანი ნარავები). ბუნებრივ ტყეებში ერთასაკიანი ნარგავები იშვიათად აღმოცენდება (მაგალითად ძლიერი ხანძრის შემდეგ); როგორც წეის, მათი აღმოცენება დაკავშირებულია ადამიანის სამეურნეო მოქმედებებთან.
თუ ნარგავები ერთ ადგილზე დიდხანს იზრდებიან და არ იცვლიან ხის ჯიშების შემადგენლობას, მაშინ ისინი წარმოადენენ ძირძველებს (მკვიდრებს). წარმოებულები, ანუ მეორეული, იზრდებიან ძირძველი ტყეების ადგილზე, რომლებიც დაიღუპენ სტიქიური უბედურების ხანძარის, ქარიშხალის, ექსტრემალური ყინვების, ხანრძლივი გვალვების, ხის ინფექციური დაავადებების ან მწერების შემოსევის, ასევე ადამიანის მიერ გაჩეხილი ტყეების შედეგად.
წარმოშობის მხრივ ნარგავები შეიძლება იყოს ბუნებრივი და ხელოვნური. განსაკუთრებულ ადგილს ხელოვნურ ნარგავებს შორის იკავებენ დამცავი ტყის ნარგავები ხელოვნური ნარგავები არასახარბიელო ბუნებრივი ფაქტორებისგან, მათ შორის გვალვასთან, ქარის ან წყლის ეროზიასთან საბრძოლველად და დასაცავად. ყველაფერთან ერთად, დამცავი ტყის ნარგავები დადებითად მოქმედებს მიკროკლიმატზე, თოვლის განაწილებაზე, ნიადაგის ჰიდროლგიურ რეჟიმზე. მათ რგავენ ან ტესავენ, ძირითადად სტეპებში, ტყესტეპებში და ნახევრად უდაბნო რაიონებში. მათ შეუძლიათ ბევრი ობიექტის დაცვას ემსახურონ, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების, ნიადაგის, გზების, წყალსატევების და დასახლებული პუნქტების.
სიმჭიდროვის ხარისხი
ნარგავების სიმჭიდროვის ხარისხი (მის ქვეშ მდებარე ნიადაგის დაჩრდილვის ხარისხი) - გარემოება, რომელსაც აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა: ჩარდახით დაჩრდილული ნარგავების ნიადაგზე ხდება ტყის ნარჩენების დაგროვება, რომლის წყალობითაც ნარჩუნდება ნიადაგის ნაყოფიერება. სიმჭიდროვის დარღვევისას მზის სხივები აღწევენ ნიადაგში, რის გამოც ნარჩენები მალე იხრწნებიან, წარმოიქმნება ბალახოვანი მცენარეულობა, ნიადაგი სქელდება და ყველაფერი ეს არასახარბიელოდ აისახება ხეების ზრდაზე. გარკვეულ ასაკამდე თანატოლწლიანი ნარგავები რჩებიან შემჭიდროებულები, შემდეგ იწყება ბუნებრივი გამოხშირვა. ახალგაზრდობის ასაკიდანვე ხეებს შორის, რომლებიც ქმნიან ნარგავებს, მიდის ბრძოლა ფართისთვის, რაც აუცილებელია თანდათან მზარდი მწვერვალებისთვის; ბევრი ხეები ამ ბრძოლაში ჩამორჩენილები აღმოჩნდებიან და შედეგად იღუპებიან. ამგვარად, ხეებს შორის ბრძოლა განაპირობებს ხის ტანების ბუნებრივ კლებას ნარგავებში, რაც განსაკუთრებით მკკვეთრად შეიმჩნევა ახალგაზრდა და შუა ასაკის ნარგავებში. ხეებს, რომლებიც ახალზგაზრდა ასაკში კვდებიან, გააჩნიათ პატარა კენწეორები, რომლის კვდომასაც იწვევს უმნიშვნელო სხივები, რომლებიც მალე იფარებიან დარჩენილი ხეების მზარდი კენწეროების წყალობით. უფრო დიდ ასაკში კვდებიან დიდი ხეები, რომლის კენწეროებიც იმდენად დიდ ადგილს იკავებდნენ, რომ წარმოქმნილ განათებებს ვერ ფარავენ დარჩენილი ხეების კენწეროები, რომლებიც ასევე იზრდებიან, ხანდაზმული ასაკის გამო საკმაოდ ნელა. ამგვარად, გარკვეულ ასაკში, უფრო მაღალში ჩრდილის ამტანი ჯიშებისთვის, მაგალითად ნაძვი, სოჭი, წიფელი, რცხილა და უფრო ახალგაზრდა სინათლის მოყვარულთათვის, მაგალითად ფიჭვი, მუხა, არყი, ნარგავებში იწყებენ გამოჩენას სხივები, რომლებიც ვეღარ იფარებიან და არღვევენ სიმჭიდროვეს.
სამეურნეო შეფასება
ტყეების რაოდენობრივი პარამეტრების განსაზღვრას, მაგალითად მერქნის მარაგს, ხეების სიმაღლეს, ხარისხს და ხეთადგომას სწავლობს დენდომეტრია, ანუ სატყეო ტაქსაცია. ეს აუცილებელია როგორც ტყეების კომერციული შეფასებისთვის, ასევე მათი განვითარების შესწავლისთვის და (მათი) გამოყენების და გამრავლების ეფექტური შეფასებისთვის.
ტყის ბონიტეტი - ნარგავების პროდუქტიულობის მაჩვენებელი ( ხის ზრდის სიჩქარეები). ხეების ზრდის სიჩქარე დამოკიდებულია ნიადაგ-გრუნტიზე, კლიმატური პირობებზე და ადამიანის ტყეზე ზემოქმედებაზე. ბონიტეტი დამოკიდებულია ძირითადი ჯიშების ხეების საშუალო სიმაღლეზე მათი ასაკის გათვალისწინებით. ყველა ჯიშის ხეებისთვის გამოიყენება ბონიტირებული შკალა, რომელიც 1911 წელს შეადგინა პროფესორმა მ.მ. ორლოვმა. სათესლე და ამონაყარ ნარგავებს აქვთ განსაკუტრებული შკალები.
გავრცელება
ყველა იმ ადგილებში, სადაც ხეების მყარი ზრდაა შესაძლებელი, იზრდება ტყე. ძირითად ფაქტორს, რომელიც ტყის ზრდის შესაძლებლობაზე ახდენს გავლენას, წარმოადგენს ნალექების რაოდენობა, ისინი უნდა იყვნენ არანაკლებ 200მმ. წელწადში. დანარჩენი ფაქტორები, მაგალითად, სითბოს რაოდენობა და ნიადაგის შემადგენლობა გავლენას ახდენს ძირითადად სახეობების შემადგენლობაზე. ტყის საზღვარი რთული გადასასვლელია (Ecotone) ეკოსისტემის ორ ფუნდამენტალურად განსხვავებულ კლასებს ტყის და უტყებოას შორის. ტყეები იზრდება მხოლოდ გარკვეულ სიმაღლემდე ზღვის დონიდან და მისი გეოგრაფიული გრძედიდან.
ტყის ზრდის ზონების ფარგლებში გვხვდება უტყეო მონაკვეთები, სადაც ტყეს არ შეუძლია გაიზარდოს ან ხანძარსაშიში ვითარებიდან, ან გარემო პირობები ძალიან გაუარესებულია ბუნებრივი ან ანთროპოგენური მიზეზების გავლენით. ხშირი ხანძრების გამო უტყეო ფართობები შეადგენს რამდენიმე ჰექტრიდან ათას კვადრატულ კილომეტრამდე ტერიტორიებს. მაგალითად, ივარაუდება, რომ ჩრდილოეთ ამერიკის პრერიების მნიშვნელოვანი ნაწილი უტყეოა სწორედ ამ მიზეზის გამო.
ბუჩქებს, ბალახოვან მცენარეებ, ლიქენებსაც და ხავსებსაც შეუძლიათ წინააღმდეგობა შეუქმნან ტყეების აღდგენას, და შესაძლოა შეძლონ მათი განდევნაც. ბუჩქების ბარდებს, ხანდახან მარცვლეულისასაც და სხვა ბალახებისას, მაგალითად ასტრა და ოქროწკეპლა, შეუძლიათ ხელი შეუშალონ ბევრი ხის ჯიშის დასახლებას. ამის გამო ზოგიერთი ტერიტორიები რჩება ტყის გარეშე (უტყეო) 30 წელზე მეტ ხანს. ტარდებოდა ექსპერიმენტები, რომლებმაც აჩვენეს, რომ ბევრი მცენარე გამოჰყოფს ნივთიერებას, რომელიც თრგუნავს ხის თესლების ზრდას (ინჰიბიტორები).
ტყის აღდგენას გაჩეხილ, გადამწვარ და მიტოვებულ სასოფლოსამეურნეო სავარგულებზე შეუძლიათ ხელი შეუშალონ ზოგიერთ ცხოველებს, მაგალითად ბოცვერებმა დიდ ბრიტანეთში; წარსულში ბიზონებმა ჩრდილოეთ ამერიკის შუა დასავლეთში; ასევე წვრილ ძუძმწოვრებსაც, მაგალიტად თაგვებს შეუძლიათ შეჭამონ თესლები და დაღრღნან ხის აღმონაცენი.
და მაინც ყველზაე დიდ გავლენას ტყეზე ახდენს ადამიანი.
ტყით ყველაზე მდიდარი ქვეყნები
რუსეთი - 809 მლჰ. ჰ
ბრაზილია - 520
კანადა - 310
აშშ - 304
ჩინეთი — 207
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა - 154
ავსტრალია - 149
ინდონეზია - 94
სუდანი - 70
ინდოეთი - 68
სხვები - 1347 მლჰ.ჰ.
ტყეების კლასიფიკაცია
არსებობს ტყის რამდენიმე კლასიფიკაცია რაც დამოკიდებულია მათი წარმოშობის, მდგომარეობის, გავრცელების ადგილის, ხეების ასაკის, ტყისწარმომქმნელი ჯიშების და ტყის საკუთრების ფორმებიდან. ტყეები შეიძლება მეჩხერი (ნათელი) და მჭიდრო. ტყე შეიძლება იყოს პირველყოფილი (ძირძველი) ან მეორეული. არსებული ტყეების უმრავლესობა ბუნებრივია, მათ შორის განასხვავებენ
პირველყოფილ ტყეებს - ადამიანის და ბუნებრივი კატასტროფების მიერ შეუცვლელი.
სტიქიურ-ბუნებრივი ბუნებრივი ტყეები, მიდრეკილი ადამიანის და სტიქიის ზემოქმედებისკენ.
ბუნებრივი - ადამიანის მიერ რეგულირებული (სამეურნეო).
ხელოვნური ტყეები შექმნილი ადამიანის მიერ დათესვის ან დარგვის გზით. ყველა ისინი წარმოადგენენ სამეურნეოს. ზოგიერთ რეგიონებში, მაგალითად ცენტრალურ ევროპაში, ისინი შეადგენენ ტყეების უმეტესობას.
არსებობენ მარადმწვანე ტყეები (ნოტიო ტროპიკული, წიწვოვანი, უხეშფოთლოვანი ტყეები) და ფოთოლმცვენი ტყეები (ზომიერი სარტყლის ფოთლოვანი ტყეები, მუსონური, მშრალტროპიკული ფოთოლმცვენი ტყეები), ასევე ნახევრადფოთოლმცვენი და შერეული ტყეები.
მუსონური და წვიმიანი ტყეები არსებობენ სხვადასხვა გეოგრაფიულ სარტყლებში.
ჯუნგლები - ხეებისა-ბუჩქების რაყა, რომელშიც შერეულია მაღალი უხეშ ღეროიან მარცვლოვნები, ასევე გაუვალი ხშირი ტროპიკული ან სუბტროპიკული ტყეები და ბუჩქნარი, გადახლართული მერქნისებრი ლიანებით.
ტყის ტიპი
ტყის ტიპი - ტყეების კლასიფიკაციის ძირითადი ერთეული, რომელშიც შედის ტყის ნაკვეთები და რომელშიც, როგორც ხეებს, ასევე დანარჩენ იარუსებს გააჩნიათ მცენარეულობის საერთო შემადგენლობა, საჭიროებენ ერთიდაიგივე სატყეოსამეურნეო საქმიანობას თანაბარი ეკონომიური პირობებით. ტყის ტიპი ხასიათდება ფანუნის ანალოგიურად, თავისი ეკოლოგიური ურთიერთკავშირით, განვითარების და აღდგენის პროცესებით. ძირძველი (მკვიდრი) ტყის ტიპები ბუნებაში ვითარდება ადამიანის გავლენის და ბუნებრივი კატასტროფების გარეშე. წარმოქმნილი ტყის ტიპები ცვლიან ძირძველებს ზემოთ მოყვანილი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად. ძირძველი და წარმოქმნილი ტიპების თანმიმდევრული ცვლა წარმოქმნის ტყის ტიპების სერიას. ტყის ფართობები ხასიათდება ტყის მზარდი პირობებით (კლიმატურის, ნიადაგის და ჰიდროლოგიურის), რომლებიც შედარებით მუდმივია, ხოლო ბიოლოგიური სახეობების შემადგენლობა და თანაფარდობა მუდმივად იცვლება.
სხვადასხვა ტყე-ტიპოლოგიურ მიმართულებებში ტყის ტიპების კლასიფიკაცია შეიძლება ეფუძნებოდეს ტყის ფორმირების სახეობებს, მცენარეული საფარის სხვა საფეხურების ზოგადობას, ასევე ტყის მზარდი პირობებს, ძირითადად ნიადაგის.
კლიმატური ზონების მიხედვით
ერთგვარი ტიპის ტყის კლასიფიკაციაში ყველაზე მსხვილ (დიდი) ჯგუფად გვევლინება ის კლასიფიკაცია, რომელიც შექმნილია (ჩამოყალიბებულია) იმავე დასახელების მქონე ბუნებრივი ზონებით. ბუნებრივი ზონები განლაგებულია გარკვეულ კლიმატურ ზონების შესაბამისობაში. ერთი ბუნებრივი ზონის ტყე, მასში მცხოვრებ ყველა ცოცხალ ორგანიზმან ერთად ქმნის ბიომს. არსებობენ ტყის ფორმაციები, რომლებიც ზონებს არ წარმოქმნიან (ჭაობის ტყე, მანგროს ტყეები, ტყის პლანტაციები). ტყეს შეუძლია გაიზარდოს თავისი ძირითადი ბუნებრივი ზონის გარეთაც არა მხოლოდ მაღალი სარტყლების ზონებში (მთებში) და გარდამავალ ბუნებრივ ზონებში (ტყესტეპი, ტყეტუნდრა, ტყესავანე), არამედ ცალკეულ მონაკვეთების სახით სხვა ბუნებრივი ზონების ტერიტორიებზეც.
შემდეგ ტყეები ერთიანდებიან გეოგრაფიული (კლიმატური) სარტყლების მიხედვით, რომელთა ტერიტორიებზეც ისინი იზრდებიან. ეს კლასიფიკაცია დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი კლიმატის კლასიფიკაცია გამოიყენება. მაგალითად, ტაიგის (en: taiga, boreal forest) ბორეალური ზონა შეიძლება ჩაითვალოს ან არ ჩაითვალოს ზომიერ ზონაში.
ტროპიკული ტყეები
გავრცელებულია ეკვატორულ, სუბეკვატორულ და ტროპიკულ სარტყლებში 250 ჩ. გ. და 300 ს.გ. შორის.
ნოტიო ტროპიკული ტყეები - მარადმწვანე ფოთლოვანი ტყეები ნოტიო კლიმატით (2000-7000 მმ. ნალექი წელწადში). ძირითადად გავრცელებულია ეკვატორულ, იშვიათად სუბეკვატორულ სარტყლებში. გააჩნიათ ფლორის და ფაუნის (იქ სახლობს დედამიწის ცხოველების და მცენარეების ყველა სახეობის 2/3-ზე მეტი, 1ჰ.-ზე გვხვდება 40-დან 170 სახეობამდე). ხეთადგომის სიმჭიდროვე საშუალებას იძლევა შიგნით შეაღწიოს (ქვედა იარუსებში) მხოლოდ ძალიან ცოტა რაოდენობის სინათლემ. გავრცელების ძირითადი რეგიონებია: სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთით, ცენტრალური ამერიკა, დასავლეთ ეკვატორული აფრიკა (მაგალითად მდინარე კონგოს აუზი), ინდომალაის რეგიონი და დასავლეთ ავსტრალია. უკვე განადგურებულია ყველა ტროპიკული ტყის მნიშვნელოვანი ნაწილი. მანგროებს უკავიათ სანაპირო ზოლის გასწვრივ, ყველაზე დაბალი წყლის დონე მიქცევის და ყველაზე მაღალი მოქცევის დროს, შუალედი. მთის ფერდობებზე ნისლის კონდენსაციის ზოლში იზრდება ტროპიკული მთის მარადმწვანე ტყე ნისლიანი ტყე ან ხავსიანი ტყე.
სეზონური ტროპიკული ტყეები იზრდება იმ ადგილებში, სადაც მიუხედავად კარგი სინოტივისა, (2500-3000მმ), არის გვალვის პერიოდებიც. ნალექების რაოდენობა და გვალვიანი პერიოდის ხანგრძლივობა სხვადასხვა ტყეებში არაერთნაირია, მათ შორის განასხვავებენ მარადმწვანე სეზონურ ტყეებს (მაგალითად ავსტრალიის ევკალიპტის ტყეები), ნახევრად მარადმწვანე ტყეები (ფოთოლმცვენი ხეები წარმოდგენილია ზედა იარუსში, ქვედაში მარადმწვანეები), ნათელი მეჩხერი ტყეები (ფლორისტული შემადგენლობა ღარიბია, წარმოდგენილია ერთი ჯიშის მიხედვით).
მუსონური ტყეები იზრდება მუსონების მოქმედების რეგიონებში, მშრალი პერიოდი გრძელდება დაახლოებით 4-5 ტვე. მდებარეობს სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მათ შორის ინდოჩინეთში, ინდოსტანში, მალაკის ნახევარკუნძულზე, კუნძულ იავას ჩრდილო-აღმოსავლეთით.
სავანის ტყეები გავრცელებულია ტროპიკულ რაიონებში მკვეთრად გამოხატული მშრალი სეზონით და წლიური ნალექების ნაკლები ჯამით, ვიდრე მჭიდრო ტყეების სარტყელში. გავრცელებულია კუბას უმეტეს ნაწილში და კარიბის ზღვის სხვა კუნძულებზე, სამხრეთ ამერიკის ბევრ რაიონში, აღმოსავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში, აქა იქ ინდოეთში, ჩინეტში და ავსტრალიაში.
ეკლიანი ქსეროფილური ტყეები და ბუჩქები იზრდებიან ადგილებში, სადაც კიდევ უფრო ნაკლები რაოდენობის ნალექებია, მაგალითად კაატინგა.
მშრალ ტროპიკულ ტყეებს შეუძლიათ დარჩნენ ხშირი და მარადმწვანე, თუმცა ხდებიან დაბალტანიანები და ქსერომორფულები. გვხვდება ასევე ფიჭვის ტყეები.
სუბტროპიკული ტყეები
სუბტროპიკული ტყე - ტყე, რომელიც იზრდება როგორც ჩედილოეთ, ასევე სამხრეთ ნახევარსფეროს სუბტროპიკულ სარტყლებში. აქ თითქმის აღარ დარჩა ბუნებრივი ძველი ტყის მასივები, სუბტროპიკული ტყეების დიდ ნაწილს შეადგენს კულტურული ნარგავები.
ჰემიჰილეა - ნოტიო სუბტროპიკული ტყე - გავრცელებულია მთელი წლის განმავლობაში გადაჭარბებული ტენიანობის რაიონებში (სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ ბრაზილიის პლატოზე, აფრიკის სამხრეთ აღმოსავლეთით, ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულზე).
მუსონური შერეული ტყეები ვითარდებიან თბილი კლიმატის პირობებში მშრალი ზამთრის და ნოტიო ზაფხულის სეზონების მკაფიო მონაცვლეობით. მდებარეობენ ძირითადად აზიის კონტინენტის აღმოსავლეთ ანაპირა მხარეებში, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, ასვსტრალიაში.
უხეშფოთლიანი ტყეები - მარადმწვანე ტყეები ძირითადად ქსეროფილური, უხეშფოთლიანი ჯიშებით. ყველაზე ტიპიურია ხმელთაშუაზღვისპირეთში. მცირე ფართობი უკავიათ ჩრდილოეთ ამერიკაში (კალიფორნია), სამხრეთ ამერიკის დასავლეთით (შილეს შუა ნაწილში), ავსტრალიის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილში, სამხრეთ აფრიკაში და ახალი ზელანდიის ჩრდილოეთით.
ზომიერი სარტყლის ტყეები
ზომიერი სარტყლის ტყეები ძირითადად იზრდებიან ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, იკავებენ ევროპის დიდ ნაწილს, დიდ ტერიტორიებს აზიაში და ჩრდილოეთ ამერიკაში, პატარა ფართობებს სამხრეთ ამერიკაში და ახალ ზელანდიაში. ხასიათდებიან ბუნებრივი პროსესების სეზონურობით. სახეობების შემადგენლობა მნიშვნელოვნად ღარიბია, ვიდრე ტროპიკული ტყეების. ტყისწარმომქმნელი ჯიშებია წიწვოვანი და ფოთოლმცვენი, ერთ ტყეში არა უმეტეს 5-8 საეობაა, ხშირად მხოლოდ ერთი.
ზომიერი სარტყლის ტყეებში მცენარეების რამდენიმე იარუსია. ხეთადგომის უფრო რთულ ორ იარუსში პირველში გავრცელებულია ფიჭვი, ნაძვი, ლარიქსი, იფანი, მუხა და სხვ. მეორეში სოჭი, წიფელი, ნეკერჩხალი, ცაცხვი და სხვ. ბუჩქების იარუსს წარმოქმნიან თხილი, ჭანჭყატი, ხეჭრელი, ძახველი და სხვა. ქვედა იარუსები წარმოდგენილია ბალახოვან-ბუჩქოვანი და ხავსიან-ლიქენებიანი საფარით. გვხვდება იარუსსმიღმა მცენარეულობა, მას წარმოქმნან ხვიარა და მცოცავი მცენარეები, ასევე ხავსები, ლიქენები, სოკოები და წყალმცენარეები.
გვხვდება შემდეგი ძირითადი ჯგუფები ტყის ტიპების:
ზომიერი სარტყლის ფოთლოვანი ტყეები იყოფა:
ფართოფოთლოვანი, რომელშიც ზედა იარუსის ხეებს გააჩნიათ დიდი და საშუალო ზომის ფოთლები, ისინი გამოირჩევიან მაღალი ჩრდილის ამტანობით და ნიადაგისადმი მოთხოვნილებით, სინათლის მოყვარულებია, მათ მიეკუთვნება ნეკერჩხალი, ცაცხვი, მუხა, იფანი, თელა. ფართოფოთლოვანი ტყეები იზრდებიან შრდარებით რბილი კლიმატის პირობებში, მოკლებული კონტინენტალურობას.
წვრილფოთლოვანი ტყეები, რომელშიც გაბატონებულ ხის ჯიშებს აქვთ წვრილი ფოთლის ფირფიტები, ესენია არყის, მურყანის და ვერხვის ტყეები. წვრილფოთლოვანი ტყეები უფრო სინათლისმოყვარულია და ნაკლებად მომთხოვნი ნიადაგის ნაყოფიერებაზე, ასევე უფრო ყინვაგამძლეები არიან. სინათლის უფრო ღრმად შეღწევის წყალობით, ცხოვრება ქვედა იარუსებზე უფრო აქტიურია.
წიწვოვანი ტყეები - შედგებიან მხოლოდ წიწვოვანი ხეების მერქნიანი ჯიშებისგან.
შერეული ტყეები - ტყეები, რომლებშიც იზრდებიან როგორც ფოთლოვანი, ასევე წიწვოვანი ხეები. არეალი გადაჭიმულია თითქმის მთელ ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაზე. ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელებულია აპალაჩებში, კალიფორნიაში და დიდ ტბებთან.
ზომიერი სარტყლების ტყის ზონები - ესენია:
ტაიგის ზონა; ტაიგა - წიწვოვანი ტყეები ჩრდილოეთის ზომიერი სარტყლის. იგი იკავებს ჩრდილოეთ ევრაზიის და ჩრდილოეთ ამერიკის გრანდიოზულ სივრცეს, ფარავს დიდი ტერიტორიებს მთებში (ჩრდილოეთ ევროპის მთიანი რაიონები, იაპონიის კუნძულები, ჩრდილოეთ ამერიკის წყნარი ოკენაის სანაპიროები).
შერეული ტყეების ზონები;
ფართოფოთლოვანი ტყეების და ზომიერი სარტყლის მუსონური ტყეების ზონები.
საერთაშორისო კლასიფიკაცია
საერთაშორისო ორგანიზაციებში გამოიყენება გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP-WCMC system) მიერ შეთავაზებული კლასიფიკაცია. მასში ყველა მერქნიანი მცენარეულობით დაკავებული ტერიტორიები დაყოფილია 26 კატეგორიად, გაერთიანებული ორ დიდ ჯგუფში.
ზომიერი და ჩრდილოეთის ტყეები
წიწვოვანი მარადმწვანე ტყეები
წიწვოვანმცვენი ტყეები
შერეული წიწვოვან-ფართოფოთლოვანი ტყეები
ფართოფოთლოვანი მარადმწვანე ტყეები
ფართოფოთლოვანი ფოთოლმცვენი ტყეები
მტკნარი ჭაობების ტყეები
უხეშფოთლიანი მშრალი ტყეები
ტყეები ადამიანის შესამჩნევი ჩარევით
მეჩხერი ტყეები და პარკების (სკვერების) ზონები
ეგზოტიკური სახეობების პლანტაციები (ანუ მოცემულ ადგილებში ბუნებრივ პირობებში არ აღმოცენებულები)
ადგილობრივი სახეობების პლანტაციებ
პლანტაციები მონაცემების დაზუსტების გარეშე
ტყეები მონაცემების დაზუსტების გარეშე
ტროპიკული და სუბტროპიკული ტყეები
ვაკეების მარადმწვანე ფართოფოთლოვანი წვიმიანი ტყეები (1200მ-მდე სიმაღლეზე
ქვედა მთის ტყეები (1200-დან 1800მ-მ. სიმაღლემდე)
ზედა მთის ტყეები (1800მ-ზე მეტ სიმაღლეზე)
მტკნარი ჭაობების ტყეები
ნახევრადფოთოლმცვენი ნოტიო ფართოფოთლოვანი ტყეები
შერეული წიწვოვან-ფართოფოთლოვანი ტყეები
წიწვოვანი ტყეები
მანგროს ტყეები
ტყეები ადამიანის შესამჩნევი ჩარევით
ფოთოლმცვენი და ნახევრადფოთოლმცვენი ფართოფოთლოვანი ტყეები
უხეშფოთლოვანი მშრალი ხეები
ეკლიანი ტყეები
მეჩხერ ტყიანი და პარკების (სკვერების ზონა)
ეგზოტიკური სახეობების პლანტაციები (ანუ მოცემულ ადგილზე ბუნებრივ პირობებში არ აღმოცენებულები)
ადგილობრივი სახეობების პლანტაციები
ტყეების ცხოველთა სამყარო
ტყის ფაუნა - ცხოველები, რომლებიც იყენებენ ტყეებს, როგორც ჰაბიტატს, კვების წყაროს, გამრავლების ან დაცვის ადგილს. ტყის ფაუნა შეადგენს ყველა სახეობის ცხოველეთა ნახევარს. მის წარმომადგენლებს შეუძლიათ ჰქონდეთ სპეციფიური ადაპტაცია ტყის პირობებთან. ტყე უზრუნველყოფს თავის მაცხოვრებლებს რიგი ეკოლოგიური ნიშებით: ტყის ნიადაგები, ქვეტყე, ხის ტანები, ტყის ზედა იარუსი. ბევრი ცხოველი ვიწროსპეციალიზებულია, მიჯაჭვულია განსაზღვრულ ვერტილაურ იარუსებს და ხეების სახეობებს. ტყის ფაუნის შემადგენლობა და რაოდენობა განისაზღვრება ფლორის სტრუქტურით და შემადგენლობით, და თავის მხრივ, ცხოველები ახდენენ პირდაპირ გავლენას ხეთარიგის ზრდა-განვითარებაზე და ფორმირებაზე. სხვადასხვა ზოოგეოგრაფიული ზონების ტყის ფაუნა არსებითად განსხვავდება, ამასთან ტროპიკული ტყეების ფაუნა შედარებით მდიდარი და მრავალფეროვანია.
ფაუნის როლი ტყის ცხოვრებაში
ტყეებისთვის ცხოველები ძალიან მნიშვნელოვანია, ეხმარებიან მას ზრდასა და განვითარებაში. ტყის ბევრი მაცხოვრებელი საკვებად იყენებს ტყის მცენარეების თესლებს და ნაყოფს, მათ შორის კენკრას, რითიც მის გავრცელება-აღდგენას უწყობენ ხელს. ფრინველებიდან ესენია მეთხილია, კოდალა, ჩხიკვი, შაშვი და სხვა, ძუძუმწოვრებიდან პატარ მღრღნელები, ბურუნდუკები, ციყვი, მურა დათვი და სხვა. ბევრ მწერს მოაქვს სარგებელი ტყისთვის, მცენარეების ყვავილების დამტვერვით. მწერიჭამია ფრინველები და ძუძუმწოვრები, უხერხემლო მტაცებლებთან და პარაზიტებთან ერთად, ამცირებენ მცენრეების მჭამელი მწერების რაოდენობას. ნიადაგის ჩამოყალიბების პროცესებში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მიწისმთხრელი უხერხემლოები და ძუძუმწოვრები. ზოგიერთი ტყის მწერები ხანდახან უდიდესი რაოდენობით მრავლდებიან და ანადგურებენ მთელ ტყეებს, მაგალითად არაფარდი პარკხვევია, და ციმბირული ფიჭვის პარკხვევია, მზომელასებრთა ცალკეული სახეობები, ღრაჭები და მღრღნელები. მიუხედავად ამისა, ერთიანობაში არ არსებობენ მავნე ან სასარგებლო ცხოველები, ტყეში ყველა ურთიერთკავშირშია და თავის როლს ასრულებენ საერთო ბიოლოგიურ ციკლში.
ცხოველების განაწილება ტყეებში
ზოგიერთი ტყის ცხოველი ნაკლებად მომთხოვნია თყის არჩევისას, მაშინ, როდესაც სხვები ტყეებს ირჩევენ გარკვეული ხის ჯიშების მიხედვით (მწერების უმრავლესობა იკვებება გარკვეული ხეებით; ბევრი ფრინველი ცხოვრობს მხოლოდ, მაგალითად წიწვოვან ტყეებში). გარდა ამისა, ერთი სახეობა უპირატესობას ანიჭებს ტყის პირებს (ბეღურების უმრავლესობა, მინდვრის ბოლობეჭედა); სხვები ცხოვრობენ შედარებით სიღრმეში ( შავარდენი, კაკაჩა); მესამე ნაწილი ტყის ძალიან სიღრმეში გადადის (ვებრი დიდი მტაცებელი ფრინველი).
სახეობების რაოდენობის მიხედვით, ტროპიკული ტყეები გაცილებით აღემატება ზომიერი და ცივი ქვეყნების ტყეებს (ყოველი სახეობის პირის რაოდენობა მათში ბევრი არ არის). განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით არიან ტროპიკულ ტყეებში ფრინველები და მწერები. ნოტიო ტროპიკულ ტყეებში სინათლის უკმარისობის და ბალახოვანი საფარის სიმწირის გამო, მცირე რაოდენობით არიან ხმელეთის სახეობები.
ცხოველების რაოდენობა ტყეში არამდგრადია. გამრავლებაზე და გადარჩენაზე დიდ გავლენას ახდენს მაღალკალორიული თესლიანი საკვების მოსავალი. სეზონური მომთაბარეობა და მიგრაცია განსაზღვრავს ტყეებში ცხოველების რაოდენობის სეზონურ მერყეობას.
ტყის მნიშვნელობა
ტყე როგორც გეოგრაფიული ფაქტორი
ტყეები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ატმოსფეროში მიმდინარე პროცესებზე, დედამიწის ზედაპირზე და მის გარკვეულ სიღრმეზე, ურთიერთქმედებენ გარემოს ბევრ კომპონენტთან, ახდენენ განმსაზღვრელ მნიშვნელობას მის ხარისხზე:
ჰიდროსფერო. ტყე უშუალოდ მონაწილეობს წყლის წრებრუნვაზე ბუნებაში და ამ გზით ინარჩუნებს წყლის ბალანსს. ტყე ხელს უწყობს თოვლის დაგროვებას, აკავებს ნიადაგის, მდნარ და წვიმის წყლებს, ამით აუმჯობესებს წყალსატევებში ჰიდროლოგიურ რეჟიმს, მათ შორის მიწისქვეშა წყლებისასაც. ანელებენ რა თოვლის დნობას გაზაფხულზე, ამით ტყეები ასუსტებენ არცთუ იშვიათად გაზაფხულის დამანგრეველ წყალმოვარდნების ინტენსიურობას, ხელს უწყობენ მდინარეებში მაღალი დონის შენარჩუნებას, რაც მნიშვნელოვანია ჰიდროენერგეტიკისთვის.
ნიადაგი. აზოტით და სხვა ელემენტებით მდიდარი ტყის ნარჩენები გარდაიქმნება ტყის საფენად და ჰუმუსად. ეწერწარმომქმნელი პროცესი, რომელიც აყალიბებს მჟავე ეწერმიწიან ნიადაგებს, უმეტესად შესამჩნევია ტაიგაში, ფოთლოვანი ჯიშები და მისი მერქანი სუსტდება. ხის ფესვები საშუალებას აძლევენ წყალს ჩააღწიონ ნიადაგ გრუნტის სიღრმეებში, ხელს უწყობენ აერაციას, ცვლიან მათ ტენიანობის მოცულობას და წყალგამტარიანობას, აკავებენ ნიადაგის დამლაშებას. ნიადაგების გამორეცხვისგან შესანარჩუნებლად (დასაცავად) ძალიან მნიშვნელოვანია ტყეების არსებობა მაღალ ციცაბო ფერდობებზე და წყალგამყოფებთან.
ამინდი და კლიმატი. ტყეები არბილებენ სეზონურ მერყეობას ტემპერატურისას, ამცირებენ ქარის სიჩქარეს და ძალას. ტრანსპირაცია და შედარებით სუსტი ქარი ხელს უწყობს ტყეში ჰაერის ტენიანობას 5-10% -ით.
ამიტომ ქარების შესასუსტებლად იქმნება ქარსაცავი ტყის ზოლები. ტყეების დიდი ფართობის განადგურება კლიმატს უფრო მშრალს და კონტინენტალურს ხდის, ზრდის გვალვის ალბათობას.
ტყე - ნახშირბადის მცველი (საცავი)
ტყე ყველაზე უფრო აქტიური სახით მონაწილეობს ბუნებაში ჟანგბადის მიმოქცევაში, ახდენს გადამწყვეტ მნიშვნელობას ატმოსფეროს ქიმურ შემადგენლობაზე. მიუხედავად იმისა, რომ სტაბილურ ტყეებში ფოტოსინთეზის პროცესში მოხმარებული ნახშირორჟანგის (ნახშირჟანგის გაზი) რაოდენობა, როგორც წეი არ აღემატება რაოდენობას, რომელიც დედამიწის ატმოსფეროში გამოიყოფა სუნთქვის, წვის და ლპობის შედეგად, ტყე უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ნახშირბადის გეოქიმიურ ციკლში. ტყე წარმოადგენს დედამიწაზე ნახშირბადის ერთერთ ძირითად რეზერვუარს. დედამიწა ატმოსფეროში ნახშირჟანგის გაზის სახით შეიცავს დაახლოებით 800 გტ ნახშირბადს. მიწისზედა მცენარეებში, რომლის უდიდეს ნაწილს ტყეები შეადგენს, ნახშირბადის შემცველობაა დაახლოებით 550გტ, რომელიც თუ ატმოსფეროში მოხვდება, გააძლიერებს სათბურის ეფექტს და გლობალურ დათბობას. გარდა ამისა დიდი რაოდენობით ნახშირბადია დაგროვილი ნიადაგებში. ტყეების არსებობის წყალობით, წარსულში დაგროვილი იყო ქვანახშირის და სხვა სასარგებლო წიაღისეულის მარაგი.
FAO-ს შეფასებით, 2010 წელს ტყეებში მომარაგებულია (გადანახულია) 650 გტ ნახშირბადი, მათგან 44% ბიომასაში, 45% ნიადაგში, დანარჩენი მკვდარ ხეებში და ნაგავში.
ტყის სამეურნეო მნიშვნელობა
ძველ რუსეთში ამბობდნენ: „ტყის გვერდით იცხოვრებ - მშიერი არ იქნები. ტყე - მეფეზე მდიდარია. ტყე არა მარტო მგელს, კაცსაც დანაყრებამდე კვებავს“.
ტყის სამეურნეო გამოყენების მიზნით შეიძლება გამოვყოთ შემდეგი ძირითადი მიმართულებები:
საკვების წყარო (სოკოები, კენკრა, გარეული ფრინველი, თაფლი.
ენერგიის წყარო (შეშა, ახლა უკვე ბიოსაწვავის წარმოების ნედლეულიც).
სატყეო მრეწველობისთვის (მერქანი, ფისი, კუპრი, ქერქი და ა.შ.) ნედლეულის წყარო, მათ შორის ხის დამუშავებისათვის, ცელულოზის ქაღალდის და სატყეო ქიმიური მრეწველობისთვის.
მეცხოველეობის საკვების ბაზა.
ხელსაყრელი გარემო მეფუტკრეობის განვითარებისთვის.
ტყის მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის
ტყეს გააჩნია უდიდესი სანიტარულ-ჰიგიენური და სამკურნალო მნიშვნელობა. ბუნებრივი ტყეების ჰაერში 300-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა ქიმიური შენაერთი იმყოფება. ტყეები აქტიურად გარდაქმნიან ატმოსფერულ დაბინძურებას, განსაკუთრებით აირისმაგვარებს. ყველაზე დიდი ჟანგვის უნარს ფლობენ წიწვოვანი - ფიჭვი, ნაძვი, ღვია, ასევე არყის და ცაცხვის ზოგიერთი ჯიშები. ტყე აქტიურად შთანთქავს სამრეწველო დაბინძურებას, ნაწილობრივ მტვერსაც, ტყეები, განსაკუთრებით წიწვოვნები, გამოყოფენ ფიტონციდებს მფრინავ ნივთიერებებს, რომლებიც ფლობენ ბაქტერიციდულ თვისებებს. ფიჭვის ტყე დღე-ღამეში დაახლოებით 5კგ. ფიტონციდებს გამოჰყოფს, ღვია დაახლოებით 30კგ-ს. ფიტონციდები კლავენ სნეულების გამომწვევ ბაქტერიებს. წიწვოვან ტყეებში ჰაერი თითქმის სტერილურია. გარკვეული დოზით ისინი დადებითად მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე, აძლიერებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეციულ ფუნქციას, ხელს უწყობენ ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას და ასტიმულირებენ გულის მოქმედებას.
ტყე როგორც ისტორიულო ფაქტორი
ტყის არსებობა ან არარსებობას ხშირად პირდაპირ გავლენას ახდენდა ისტორიულ პროცესებზე და ეთნოსების ბედზე.
ზოგიერთ ეკონომისტებს შორის გამოითქვა მოსაზრება, რომ პირველყოფილი ადამიანების ცხოვრება ტყეში, სადაც ხდებოდა ტყისგან ნაბოძები მოსავლის შეგროვება, რომლებასაც ძირითადად ქალები აწარმოებდნენ, ასევე ნადირობა და თევზაობა, რითიც მამაკაცები იყვნენ დაკავებული, გახდა შრომის განაწილების საფუძველი, როგორც ერთერთი უმნიშვნეოვანესი თვისება ადამიანის საზოგადოების. შემდგომში იარაღის და საწარმოო საშუალებების განვითარება, დაკავშირებული მესაქონლეობასთან და მიწათმოქმედებასთან, ნიშნავდა მნიშვნელოვან პროგრესს საზოგადოებრივ ურთიერთობებში, ადამიანის გათავისუფლებას ტყეზე ძლიერი დამოკიდებულებიდან.
ამოძირკვული ტყეების ადგილზე დასახლებების დაარსებაზე და ამით საცხოვრებელი ადგილების შექმნასა და სასოფლო-სამეურნეო მოქმედებებზე მეტყველებს, მაგალითად გერმანული გეოგრაფიის ტოპონიმები: Friedrichroda, Gernrode, Osterode, Rodach, Walsrode, ernigerode, Zeulenroda და სხვა. ზოგიერთი ეს დასახლებული პუნქტები საორიენტაციოდ მდებარეობს ჰერცინის ტყის ტერიტორიაზე, დაახლოებით ემთხვევა გერმანული ტომების გერმუნდურების, მარკომანების და ფერმიონების საცხოვრებელ ადგილს.
მეორე მხრივ ტყე, მისი სიახლოვე საცხოვრებელთან არსებით გავლენას ახდენდა ისტორიულად დაწყობილ ადამიანების ცხოვრების სტილზე, კერძოდ ეროვნულ არქიტეტურაზე. ასე მაგალითად, აღმოსავლეთის სლავების საცხოვრებლის ტიპიური სახეობა იყო მორებიანი ნაგებობები. იმ შემთხვევაშიც კი, ტოცა საცხოვრებლის პირველი სართული ქვიგან შენდებოდა (აგურისგან), მეორე სართული და უფრო ზედა სართულები იყო ხისგან. ამას ხელს უწყობდა რწმენა, რომ ხის ნაგებობაში ცხოვრება უფრო სასარგებლო იყო ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ქვისაში.
პირველად ტყის ისტორიული როლი დოკუმენტურად ასახულია იულიუს კეისრის (დაახლოებით 100-44 ჩვ.წ. აღ-მდე) ჩანაწერებში გალიის ომის შესახებ - De bello Gallico, რომელიც 58-51 წლებს შორის დაუკავშირდა გერმანულ ტომებს, რომლებიც ცხოვრობდნენ მდინარე რაინის მარჯვენა სანაპიროზე ტყით დაფარულ მიწებზე. თავისი უარი ამ მიწებზე ექსპანსიის გავრცელების შესახებ კეისარმა ახსნა იმით, რომ ეს ტყეები დასახლებული იყო ერთრქიანი და სხვა მითიური ცხოველებით, ამიტომ ეს ტყეები არასოდეს არ შეიძლება რომ კოლონიზებული იყოს და მიზანშეწონილია (უმჯობესია) უბრალოდ იგნორირება გაუკეთოს მათ.
თუმცა, სავარაუდოდ ამის მიზეზი მდგომარეობდა იმაში, რომ კეისარი ნათლად ხედავდა ტყიან ადგილში რომაელი ლეგიონების ტაქტიკის გამოყენების უაზრობას, რასაც გახსნილ ადგილებში გარდაუვალი გამარჯვება მოჰქონდა. ეს შიში გამართლდა 9 წელს, როდესაც ხერუსკმა არმინიუსმა ტევტობურგის ტყეში საშინლად დაამარცხა რომაელი სამხედრო მეთაურის პუბლიუს კვინტილიუს ვარუსის არმია. შედეგად ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში ტყიანი ადგილი, გერმანელებით დასახლებული, რომალებში ატარებდა სახელს „თავისუფალი გერმანია“ (Germania libera).
ზომიერი კლიმატის რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ძირითადი ნაწილისთვის, ტყეები დიდი ხანია აღარ წარმოადგენენ მსხვილი საზოგადოებების საცხოვრებელ ადგილს, თუმცა მათი ფუნქცია როგორც მტრისგან თავშესაფრის, ასევე გადაჭარბებული რეგლამენტაცია საზოგადოების მხრიდან შენარჩუნდა კაცობრიობის არსებობის ისტორიის მანძილზე. ტყე ყოველთვის ასოცირდებოდა მარგინალური პიროვნებების საცხოვრებელ ადგილთან, რამაც თავისი ასახვა ჰპოვა მხატვრულ ლიტერატურაში (რობინ ჰუდი შერვუდის ტყიდან) ან რუსულ ეროვნულ ეპოსში“ ბულბული-ყაჩაღი“ მურომსკის ტყიდან.
მეორე მსოფლიო ომის დროს ლიტვის და ბელორუსიის ვრცელი ტყეები ატარებდნენ სახელს „პარტიზანული მხარე“. აქ, მიუხედად საოკუპაციო რეჟიმისა, არსებობას განაგრძობდა საბჭოთა ხელისუფლება. ომის შემდეგ ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში ტყეები ნაციონალური დანაყოფების, რომლებიც თავის თავს „ტყის ძმებს“ ეძახდნენ, თავშესაფარს წარმოადგენდა.
ოკუპირებული იუგოსლავიის ტყეების რაიონებში პარტიზანულ გაერთიანებებს ჰქონდათ სახელმწიფო განათლების ხასიათი თავისი დიფერენცირებული სამხედრო შეიარაღებული ძალებით.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სამხრეთ ამერიკის ვრცელი ტყეები ასევე იყვნენ დიდი პარტიზანული გაერთიანებების (ჩე გევარა) მოქმედების ადგილები.
ცნობილია ტროპიკული ტყის როლი ვიეტნამის ომში.
ტყეების ისტორია, უძველესი ისტორია
ყველაზე პირველი ხმელეთის მცენარეები აღმოჩენილია ავსტრალიაში. მათი ასაკი 395 მლნ. წელია. დაახლოებით 370 მლნ. წლის წინ (დევონური პერიოდის დასაწყისი) ხმელეთზე ფართოდ გავრცელდა მცენარეულობა დაბალი ბუჩქების ფორმის.
პირველი ტყეები იყო ტანდაბალი ტყეები გიგანტური შვიტების და ლიკოპოდიუმებისგან, რომელტა სიმაღლე 7,5, მეტი იყო, ქვეტყით პრიმიტიული გვიმრებისგან და სხვა პატარა მცენარეებისგან.
დაახლოებით 345 მლნ. წლის წინ დაიწყო კარბონული პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ხმელეთზე გავრცელდა ხშირი, ფართე ტყეები გიგანტური შვიტების, ლიკოპოდიუმების და ხისმაგვარი გვიმრებისა, რომელთა სიმაღლე დაახლოებით 30 მეტრს აღწევდა. ამავე პერიოდში გამოჩდნენ პირველი პრიმიტიული შიშველთესლოვანი მცენარეები თესლოვანი გვიმრები და კორდაიტები. ქვანახშირში, რომელიც იმ პერიოდში ჩამოყალიბდა, ხშირად იმყოფება მცენარეების მრავალრიცხოვანი წიაღისეული ნარჩენები.
პერმული პერიოდის დასაწყისში (280 მლნ. წლის წინ) მიმდინარეობდა მთათა წარმოქმნის, სამხრეთ ნახევარსფეროს გამყინვარების და ხმელეთის და ზღვის გლობალური გადანაწილების პროცესები, კლიმატი სულ უფრო მეტად მშრალი ხდებოდა. ამ დროს გავრცელდნენ პრიმიტიული წიწვოვანი და საგოსებური (პალმისებური) მცენარეები, განდევნეს გიგანტური შვიტები, ლიკოპოდიუმები და ხისმაგვარი გვიმრები.
დინოზავრების ერა
დაახლოებით 225 მლნ. წლის წინ დაიწყო დინოზავრებისეპოქა - მეზოზოზური ერა. ტრიასულ და იურულ პერიოდებში ძირითად ხეთარიგს აყალიბებდნენ საგოსებურები და წიწვოვანები (ბევრი სეკვოია), გავრცელდა დიდი რაოდენობით გინკოსებურები. აღმოსავლეთ ჩინეთში აქამდე იზრდება გინკო ბილობა, ერთადერთი დღემდე შემორჩენილი წარმომადგენელი გინკოსებურთა კლასისა. შედარებით მეტად იყვნენ გავრცელებული ტყეები წიწვოვანი ხეებისგან, თანამედროვე არაუკარიას მსგავსი.
ტრიასულ პერიოდში გამოჩდნენ პირველი დახურულთესლოვანი (ყვავილისებური) მცენარეები. იურული პერიოდის განმავლობაში თანდათანობით გაიზარდა ყვავილისნაირთა მრავალფეროვნება, ხოლო წიწვოვანი ჯიშები და სხვა შიშველთესლოვნები თანდათან მცირდებოდა. ყვავილოვანი მცენარეები გახდნენ დომინანტები ცარცულ პერიოდში (135-65 მლნ. წლის წინ), მათ შორის იყვნენ თანამედროვე ფიკუსის, მაგნოლიის, მუხის, სასაფრასის, ტირიფის და ნეკერჩხალის წინაპრები. მეტასეკვოია წიწვებმცვენი ხე გავრცელდა ცარცულ და პალეოგენურ პერიოდში მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ტერიტორიაზე გავრცელდა მეტასეკვოიას ხე წიწვებმცვენი.
ცოტა ხნის წინანდელი დრო
პალეოგენური პერიოდის დასაწყისში, ოალეოცენის ეპოქაში, კლიმატი თბილი და ნოტიო რჩებოდა, რაც ფლორის მრავალფეროვნების და მცენარეების სიუხვეს უწყობდა ხელს, მათ შორის დახურულთესლოვანი ხე მცენარეებისას. ცრდილოეთ ნახევარსფეროს ტყეები გავდნენ თანამედროვე ტროპიკულ და ზომიერი სარტყლების ტყეებს.
არქტომესამეული ფლორის ტიპი იყო ყველაზე ჩრდილოური იმ დროს არსებულებიდან. ფოთოლმცვენი ხეები და ამ სახეობის სხვა მცენარეები ძალიან ჰგავდნენ ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლურ და აზიის თამანედროვე და მთლიანად ამ ტერიტორიაზე გავრცელებულ მცენარეებს. დომინანტი ფართოფოთლოვანი ჯიშები იყო წაბლი, თელა, ნეკერჩხალი, მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მურყანი და მეტასეკვოია.
მესამეული პერიოდის ნეოტროპიკული ფლორის ტიპი გავრცელებული იყო ეკვატორთან ახლოს, გამოირჩეოდა მარადმწვანე ფაღტოფოთლოვანი ჯიშებით, ენათესავებოდა დრევანდელ ტროპიკულ და სუბტროპიკულ სახეობებს. ნეოგენურ პერიოდში, კლიმატური პირობების ცვლასთან დაკავშირებით, ფლორის ტიპები გადაადგილდნენ ეკვატორის მიმართულებით. ტყის ტერიტორიები შემცირდა, ადგილი დაუთმო ბალახეულ გაერთიანებებს.
მადრომესამეული ფლორის ტიპი ჩამოყალიბდა ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთით მშრალი კლიმატის ჩამოყალიბებისას, მისთვის დამახასიათებელია წვრილფოთლოვანი ხეები და ბუჩქნარი, რომლებიც მსგავსია თანამედროვე მექსიკური და ა.შ.შ.-ს სამხრეთ-დასავლეთის მცენარეულობის.
კაინოზოური პერიოდის ბოლოსთვის ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთით მიმდინარეობდა კლიმატის ცვლილება და მთათაწარმოქმნის პროცესები. ამ პროცესებიდან გამომდინარე დომინანტები გახდნენ წიწვოვანი ჯიშები, რომლებიც მანამდე ნაკლებ შესამჩნევი იყვნენ არქტომესამეულ ფლორაში.
მეოთხეული პერიოდი, რომლიტაც დასრულდა კაინოზური ერა, დაიწყო დაახლოებით 1,8 მლნ. წლის წინ და გრძელდება დრემდე. მისი მახასიათებლებია: ფართო კონტინენტური მყინვარული ეპოქის მონაცვლეობა (გლაციალები) და თბილი გამყინვარებათაშორისი ეპოქა (ინტერგლაციალი). ამის გამო გადაშენდა ბევრი ხის სახეობები და სხვა მცენარეები, შესამჩნევად შემცირდა ტყეების ფართობი ყველაგან.
ტყის შესწავლა
მეცნიერებას, რომელიც სწავლობს ტყეს, ეწოდება მეტყევეობა. მეტყევეობა სწავლობს ტყეებს, როგორც რთულ მცენარეულ გაერთიანებას, მათ შორის:
ტყეში დასახლებული ყველა ორგანიზმი და მათი კავშირი საარსებო გარემოსთან,
ბიოლოგიური თავისებურებები და ტყის ჯიშების და ნარგავების მეტყევეობის თვისებები,
ჯიშების ცვლის კანონზომიერება ტყის ზრდის და დაბერების განმავლობაში,
ტყის ზონალური ტიპები და მათთან შესაბამისი ტიპები ტყისმზარდ პირობებში,
წარმოადგენს რა მეტყევეობის ტეორიულ ბაზას, ტყის მცოდნეობა შეისწავლის ორგანიზაციის სისტემებს და ტყის მეურნეობის წარმართვის შესაძლებლობებს.
მეცნიერებას, რომელიც შეისწავლის ხის მცენარეებს (ხეები, ბუჩქები და დატოტილი ბუჩქები) ეწოდება დენდროლოგია.
ტყის მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად, გაეროს FAO-მ განსაზღვრა შემდეგი ძრითადი მიმართულებები მის შესასწავლად:
ტყის რესურსების გავრცელება,
ბიოლოგიური მრავალფეროვნება,
ტყის სიცოცხლისუნარიანობა და ჯანმრთელობა,
ტყის რესურსების დამცავი ფუნქციები,
ტყის რესურსების პროდუქტიული რესურსები,
ტყის რესურსების სოციალურ-ეკონომიური ფუნქციები,
იურიდიული, პოლიტიკური და საორგანიზაციო ასპექტები.
ტყის დაცვა
სამწუხაროდ, დღევანდელ დღეს გაჩეხილი ტყეების მოცულობა რამდენჯერმე არემატება მის ბუნებრივად აღდგენის მოცულობას. ამასთან დაკავშირებით ცივილიზებულ ქვეყნებში ბევრი ყურადღება ეთმობა ტყეების კვლავწარმოებას (აღდგენას), როგორც ტყეების დარგვის გზით, ასევე ზოგიერთ ტყეებში ყველანაირი სამეურნეო საქმიანობის სრული აკრძალვით. ამის წყალობით ამ რაიონებში უზრუნველყოფილია ტყეების ბუნებრივი აღდგენა, ხოლო ზოგიერთ ქვეყნებში არსებობს მცირე რაოდენობის ტყის მონაკვეთები, სადაც არასოდეს არ ჩარეულა ადამიანი ტყის ცხოვრებაში. ტყის დაცვა წარმოადგენს ერთერთ მიმართულებას გარემოს დაცვის და ბუნების დაცვის მოღვაწეობისას და ხორციელდება:
საერთაშორისო სამართლის დონეზე, მაგალითად კონვენცია მიღებული გაეროს მიერ კონფერენციაზე გარემოს დაცვის და განვითარების შესახებ, რიო-დე-ჟანეირო, 3-14 ივნისი 1992 წელი.
სახელმწიფოებრივ დონეზე.
საერთაშორისო ორგანიზაციების დონეზე, რადიკალური მეთოდების გამოყენების ჩათვლით - ხეების დაჩხვლეტით (მაგ. ლურსმნით).
ღონისძიებები, ტყის დაცვასთან დაკავშირებული, შეიძლება დაიყოს შემდეგ ჯგუფებად:
სამეცნიერო-კვლევითი.
საორგანიზაციო-ტექნიკური.
ნაკრძალების და სხვა დაცული ტერიტორიების შექმნა.
ტყეების აღდგენის.
ეკონომიკური.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი.
ტყის მიწის ფართობი |
2008 | 2009 | 2010 | 2011 | 2012 |
('000 კმ2) | ('000 მილი2) | ('000 კმ2) | ('000 მილი2) | ('000 კმ2) | ('000 მილი2) | ('000 კმ2) | ('000 მილი2) | ('000 კმ2) | ('000 მილი2) | |
ავსტრალია | 1,511 | 583 | 1,502 | 580 | 1,493 | 576 | 1,473 | 569 | 1,467 | 566 |
ბრაზილია | 5,239 | 2,023 | 5,217 | 2,014 | 5,195 | 2,006 | 5,183 | 2,001 | 5,173 | 1,997 |
კანადა | 3,101 | 1,197 | 3,101 | 1,197 | 3,101 | 1,197 | 3,101 | 1,197 | 3,101 | 1,197 |
ჩინეთი | 2,013 | 777 | 2,041 | 788 | 2,069 | 799 | 2,159 | 834 | 2,168 | 837 |
ევროკავშირი | 1,559 | 602 | 1,564 | 604 | 1,569 | 606 | 1,573 | 607 | 1,578 | 609 |
გერმანია | 111 | 43 | 111 | 43 | 111 | 43 | 113 | 44 | 113 | 44 |
ინდოეთი | 681 | 263 | 683 | 264 | 684 | 264 | 693 | 268 | 693 | 268 |
ინდონეზია | 958 | 370 | 951 | 367 | 944 | 364 | 937 | 362 | 931 | 359 |
იაპონია | 250 | 97 | 250 | 97 | 250 | 97 | 251 | 97 | 251 | 97 |
რუსეთი | 8,090 | 3,120 | 8,090 | 3,120 | 8,091 | 3,124 | 8,092 | 3,124 | 8,093 | 3,125 |
აშშ | 3,033 | 1,171 | 3,036 | 1,172 | 3,040 | 1,170 | 3,049 | 1,177 | 3,051 | 1,178 |
მთელი მსოფლიო | 40,318 | 15,567 | 40,261 | 15,545 | 40,204 | 15,523 | 40,184 | 15,515 | 39,519 | 15,258 |